2022-01-17 - საკრებულოს სხდომა![]() დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა, კვორუმის უქონლობის გამო გადაიდო. სხდომას არ ესწრებოდნენ პარტიების: ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 1 წევრი, ,,საქართველოსთვის“ 1 წევრი და ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 16 წევრი. ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რამდენიმე წევრის COVID 19-ით დაინფიცირებისა და ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომების ქონის გამო, ფრაქციის თავმჯდმარე ინგა ქარდავამ, განცახდებით მიმართა საკრებულოს ადმინისტრაციას, სხდომის 31 იანვრის 12:00 საათამდე გადადების მოთხოვნით. საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნით საკრებულოს სხდომა განახლდება 24 იანვარს, 11:00 საათზე. შესაბამისად, შემდები სხდომები 24 იანვარს 11:00 საათზე და 31 იანვარს 12 საათზე გაიმართება.
|
|