ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 146
781013
14171820
2122232427
282930 

2021-11-12 - საკრებულოს სხდომა

  2021 წლის 12 ნოემბერს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა. სხდომას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბადრი კალანდარიშვილი უძღვებოდა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო სამი საკითხის  განხილვა. სენაკის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მესამე კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი დონარა ალანია,  თანამომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დავით ხუხია. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩა N29-ში, მდებარე  უძრავი ქონებიდან (ს/კ 44.01.28.696.) 135,57კვ.მ. შენობისა და მასზე დამაგრებული 274 კვ.მ. მიწის ნაკვეთის  სარგებლობის უფლებით გადაცემის ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე ბადრი ხურცია. სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო-ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ მუხურის უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე. მომხსენებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების  და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის მ/შ: ზურაბ წურწუმია. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის და კომისიის თავჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით, ბიულეტინის ნიმუშებისა და არჩევის პროცედურების დამტკიცების შესახებ“. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მ/შ  ბადრი კალანდარიშვილი.

 

 

 

 

2021-11-12 - საკრებულოს ბიუროს სხდომა

2021 წლის 12 ნოემბერს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა. სხდომას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბადრი კალანდარიშვილი უძღვებოდა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ოთხი საკითხის  განხილვა.  ,,სენკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 აგვისტოს №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის  თაობაზე - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. მომხსენებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ:  ბადრი კალანდარიშვილი.  სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2021 წლის 12 ნოემბერს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოსულ №40-402131663 მომართვაზე (სარეგისტრაციო №12-41213164-41) ,,სენაკის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. მომხსენებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ:  ბადრი კალანდარიშვილი.  სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2021 წლის 12 ნოემბერს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოსულ №40-402131656 მომართვაზე (სარეგისტრაციო №12-41213161-41) - ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის და თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინსტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების დამტკიცების თაობაზე“ - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიურლი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის პროექტის შედგენის  თაობაზე. მომხსენებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ:  ბადრი კალანდარიშვილი

 

 

 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 60 60