ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 146
781013
14171820
2122232427
282930 

2021-11-02 - საკრებულოს ბიუროს სხდომა

2021 წლის 2 ნოემბერს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა. სხდომას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბადრი კალანდარიშვილი უძღვებოდა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო  სამი საკითხის  განხილვა. 1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2021 წლის 29 ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოსულ №40-402130280 მომართვაზე (სარეგისტრაციო №12-41213051-41) - ,,სენაკის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მესამე კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით” - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. 2. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2021 წლის 25 ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოსულ №40-402129882 მომართვაზე (სარეგისტრაციო №12-41212982-41) - ,,სენაკის ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩა N29-ში, მდებარე  უძრავი ქონებიდან (ს/კ 44.01.28.696.) 135,57კვ.მ. შენობისა და მასზე დამაგრებული 274 კვ.მ. მიწის ნაკვეთის  სარგებლობის უფლებით გადაცემის ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. 3.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2021 წლის 1 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან შემოსულ მომართვაზე №433721 (სარეგისტრაციო N04-41213052-41) - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.

 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 60 60