ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 23
457810
11131417
182021222324
25282931

2021-07-30 - საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

2021  წლის 30 ივლისს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. სხდომას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი უძღვებოდა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ერთი საკითხის განხილვა. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 დაკემბრის N26 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. 

 

2021-07-30 - საკრებულოს ბიუროს სხდომა

2021  წლის 30 ივლისს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა. სხდომას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი უძღვებოდა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ერთი საკითხის განხილვა. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2021 წლის 28 ივლისს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის მიერ შემოტანილი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე (სარეგისრაციო N41-41212097) ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო-ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.

 

2021-07-30 - სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა

2021 წლის 30 ივლისს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა. სხდომას თავმჯდომარებდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ზურაბი აფაქიძე. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ერთი  საკითხის განხილვა. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის და თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.

 

 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 60 60