ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 235
6789101112
1314151719
202326
272930 

2020-12-25 - ფრაქციის სხდომა

   2020 წლის 25 დეკემბერს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზაზა ნაჭყებია. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ერთი საკითხის განხილვა. სენაკის მუნიციპალტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 დეკემბერს მიღებულ N32 განკარგულების - ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეთა ფიჭური სატელეფონო მომსახურეობით სარგებლობის ლიმიტის განსაზღვრისა და საწვავის გამოყოფის თაობაზე“ - განხილვასთან დაკავშირებით.

 

2020-12-25 - სამანდატო კომისიის სხდომა

 ✅2020 წლის 25 დეკემბერს  გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა. სხდომას თავმჯდომარებდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ზურაბ აფაქიძე. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ორი  საკითხის განხილვა. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.

 

 

 

2020-12-25 - საკრებულოს ბიუროს სხდომა

 ✅2020  წლის 25 დეკემბერს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ერთი საკითხის  განხილვა.  სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

 

 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 60 60