ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
468910
11141517
1819212224
25262728293031

2020-10-16 - ქონების მართვის კომისია

✅ 2020 წლის 16 ოქტომბერს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე ბადრი ხურცია.  დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული ოყო ერთი  საკითხის განხილვა. სენაკის მუნიციპალიტეტში არსებული, სენაკში, რუსთაველის ქ. N235-ში მიმდებაზედ განთავსებული მიწის ნაკვეთიდან (ტროტუარი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 44.01.31.603) 1,7 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული უძრავი ქონების (300 მმ-იანი ბოძი) ელექტრონული აიქციონის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაცემზე თანხმობის და სარგებლობის უფლებით გადაცემის ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ. მომხსენებელი იყო საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე ბადრი ხურცია.

 

 

 

 

 

 

2020-10-16 - საკრებულოს ბიუროს სხდომა

✅2020 წლის 16 ოქტომბერს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ორი საკითხის განხილვა. 1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში ცვლილების შეტანის თაობაზე. 2. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2020 წლის 16 ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის მეორე ნოსირში მცხოვრები მოსახლეობის განცხადებაზე (სარეგიტრაციო N19/41202902-41) - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. ✅მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი. 

 

 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 60 60