ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
468910
11141517
1819212224
25262728293031

2020-10-13 - საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

✅2020 წლის 13 ოქტომბერს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ერთი საკითხის განხილვა.  სენაკის მუნიციპალიტეტის სახელით სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი.

 

2020-10-13 - ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა.

 

   ✅2020 წლის 13 ოქტომბერს გაიმართა საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე თათია ჯინჯოლავა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო სამი საკითხის განხილვა. 1. სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების თაობაზე. 2. სსიპ ქალაქ სენაკის N1საჯარო სკოლისათვის საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას სახელის მინიჭების შესახებ. 3. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,სენაკელები“-ს თავმჯდომარის მიერ მოხსენებითი ბარათის საფუძველზე (სარეგისტრაციო N178) - სენაკის მუნიციპალიტეტის მენჯის ადმინისტრაციოულ ერთეულში სოფელ ბათარიას ერთ-ერთ უსახელო ქუჩის სახელდების განხილვის თაობაზე. სამივე საკითხზე მომხსენებლი იყო საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე თათია ჯინჯოლავა. სხდომის დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული მესამე საკითხის ადგილზე გასაცნობად, კომისიის წევრები, მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ბათარიაში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

 

 

2020-10-13 - საკრებულოს ბიუროს სხდომა

✅2020  წლის 13 ოქტომბერს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ორი საკითხის  განხილვა.  1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის შედგენის თაობაზე. 2. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2020 წლის 9 ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოსულ N01/3658 მომართვაზე (სარეგისტრაციო N123) - სენაკის მუნიციპალიტეტში არსებული, რუსთაველის ქ. N235-ში მიმდებაზედ განთავსებული მიწის ნაკვეთიდან (ტროტუარი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 44.01.31.603) 1,7 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული უძრავი ქონების (300 მმ-იანი ბოძი) ელექტრონული აიქციონის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაცემზე თანხმობის და სარგებლობის უფლებით გადაცემის ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი.

 

 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 60 60