ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
24578
910111315
161722
23272829
30 

2020-08-21 - სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა

✅2020 წლის 21 აგვისტოს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა. სხდომას თავმჯდომარებდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ზურაბ აფაქიძე. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ორი საკითხის განხილვა. 1. ,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 აპრილის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 2. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის N68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ზურაბ აფაქიძე.

 

2020-08-21 - ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისია

✅ 2020 წლის 21 აგვისტოს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე ბადრი ხურცია. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული ოყო ორი საკითხის განხილვა. 1.,,სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 აპრილის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 2. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი იყო საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე ბადრი ხურცია.

 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 60 60