ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
234678
91011121415
16181922
23242629

2020-02-13 - საკრებულოს ბიუროს სხდომა

2020  წლის 13 თებერვალს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ერთი საკითხის  განხილვა. 1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2020 წლის 11 თებერვალს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოსული N01/502, მომართვაზე (სარეგისტრაციო N26) - ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის N51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.   მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერი რუსია.

 

 

2020-02-13 - კომისიების ერთობლივი სხდომა

   2020 წლის 13 თებერვალს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის, სოციალურ საკითხთა კომისიის, სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის, ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის ერთობლივი სხდომა. დღის წესრიგის მიხედვით განხილული იყო ერთი საკითხი. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის 2019 წლის ანგარიშის მოსმენა. მომხსენებელი იყო სენაკის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დავით ხუხია. სხდომაზე 2019 წლის ანგარიში წარმოადგინა მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა გიორგი ბაღათურიამ.

 

 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 60 60