ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1234
567891011
1214151718
19222425
2631 

2020-01-30 - საკრებულოს სხდომა

   2020 წლის 30 იანვარს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს   სხდომა, რომელსაც უძღვედობა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი.  საკრებულოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული ოთხი საკითხი. 1. ,,სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმარტიული ფასის დადგენის შესახებ“. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების თავმჯდომარე ბადრი ხურცია. 2. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 აგვისტოს N41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთეკის კომისიის თავმჯდომარე ზურაბ აფაქიძე. 3. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემის შესახებ. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი. 4. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე სენაკის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი.

 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 60 60