ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
1234567
8101314
1516181921
2225262728
293031 

2019-12-12 - ქონების მართვის კომისია

2019 წლის 12 დეკემბერს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე ბადრი ხურცია. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო სამი საკითხის განხილვა. 1. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის ანგარიში 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი. ჯ. ჩოჩია. 2. სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცენარეთა მავნებლისა (ფაროსანა) და ცხოველთა დაავადების წინააღმდეგ 2019 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ მერიიდან ინფორმაციის გამოთხოვა. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გ. ბაღათურია. 3. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის მიერ 2019 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეჯამება. მომხსენებელი იყო საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე ბადრი ხურცია.

 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 57 97