ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
1234567
8101314
1516181921
2225262728
293031 

2019-12-11 - ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა

    2019 წლის 11 დეკემბერს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე თათია ჯინჯოლავა. დღის წესრიგში გათვალისწინებული იყო ხუთი საკითხის განხილვა: 1. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ანგარიშის მოსმენა 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვ. ფაცაცია. 2. ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურეობის ცენტრის“ დირექტორის ანგარიშის მოსმენა 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. მომხსენებელი იყო ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურეობის ცენტრის“ დირექტორი ბ. მამულია. 3. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ანგარიშის მოსმენა 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ე. ბერაია. 4. სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის და კულტურის ცენტრის“-ს შენობისათვის (საკადასტრო კოდი 44.01.31.393) დიმიტრი ჯაიანის სახელის მინიჭების თაობაზე. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე თათია ჯინჯოლავა. 5. ,,სოფლის მხარდაჭერის პრგრამით“ 2019 წელს განხორცილებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მოსმენა.  მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვ. ფაცაცია.

 

 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 57 97