2019-09-24 - საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

2019 წლის 24 სექტემბერს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ერთი საკითხის განხილვა. 1. სენაკის მუნიციპალიტეტის 2019 წლლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის N62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ იზა წურუმია. თანამომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დავით ხუხია.