2019-09-20 - საკრებულოს ბიუროს სხდომა

2019 წლის 20 სექტემბერს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო სამი საკითხის განხილვა.1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის შედგენის თაობაზე. 2. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის შედგენის თაობაზე. 3 სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2019 წლის 19 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან შემოსული N322135 მომართვაზე (სარეგისტრაციო N186) - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. სამივე საკითხზე მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია.