ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
46810
1114151617
1821222324
252627283031

2019-08-29 - საკრებულოს სხდომა

2019 წლის 29 აგვისტოს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომა.  სხდომას თავმჯდომარეობდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი.  დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ოთხი საკითხის განხილვა. 1. ,,სენაკის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების თაობაზე“. მომხსენებელი: სენაკის მუნიციპიპალიტეტის საკრებულოს საივრცოთი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე თათია ჯინჯოლავა. 2. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთელში სოფელ ისულას უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპიპალიტეტის საკრებულოს საივრცოთი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე თათია ჯინჯოლავა. 3 ,,სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლისათვის პედაგოგისა და პუბლუცისტის ვლადიმერ გაგუას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ თანხმობის მიცემის თაობაზე“. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპიპალიტეტის საკრებულოს საივრცოთი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე თათია ჯინჯოლავა. 4. სენაკის მუნიციპალიტეტის 2019 წლის მეორე კვარტალის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ იზა წურუმია. თანამომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დავით ხუხია.

 

 

2019-08-29 - საკრებულოს ბიუროს სხდომა

2019 წლის 29 აგვისტოს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ერთი საკითხის განხილვა. 1. . სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2019 წლის 22 აგვისტოს  სენაკის მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოსულ №01/2993 მომართვაზე (სარეგისტრაციო №170) - ქ. სენაკი, ჯორჯაძის ქუჩისათვის სახელის შეცვლის თაობაზე - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  ადმინისტრაციული  წარმოების  დაწყების  თაობაზე.1 მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი.

 

 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 57 97