ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
2458
91215
161718192122
232829
30 

2019-06-10 - საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

2019 წლის 10 ივნისს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ორი საკითხის განხილვა. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეთა ფიჭური სატელეფონო მომსახურებით სარგებლობის ლიმიტის განსაზღვრისა და საწვავის გამოყოფის თაობაზე“ - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 იანვრის N5 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაონაზე. 2. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის სახელით სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“. ორივე საკითხზე მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი. 
დღეს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომას პროექტის ,,გაიცანი შენი მუნიციპალიტეტი“ ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სპეციალობის სტუდენტები ესწრებოდნენ. მათი მიზანია, შეისწავლონ მუნიციციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების მუშაობის პრონციპები. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბადრი კალანდარიშვილმა, წარმატებები უსურვა სტუდენტებს და მზაობა გამოხატა თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.

 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 57 97