ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 24
56791011
12131415161718
192425
262728293031 

2019-05-08 - ჩატარებული კვლევების შედეგები

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბ-ორგანიზაცია ასოციაცია „ათინათის“ წარმომადგენელმა თამარ გამსახურდიამ კვლევების შედეგების პრეზენტაცია გამართა. კვლევები ჩატარდა - „საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ევროინტეგრაციისა და ბიზნესკომპანიების მიმართ“ და ბიზნეს კომპანიები საქართველოში: დამოკიდებულება, კორპორაციული, სოციალური პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ.
კვლევის შედეგების პრეზენტაციას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, მერის მოადგილეები, ადგილობრივი თვითმმართველობის, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები და აქტიური მოქალაქეები დაესწრნენ.პროექტი - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. კვლევა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ 2017-2018 წლებში CRRC საქართველომ ჩაატარა.

 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 57 97