ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 12
34689
1011121316
1718202223
24252627282930
31 

2019-03-05 - საკრებულოს ბიუროს სხდომა

2019 წლის 5 მარტს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ოთხი საკითხის განხილვა. 1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2019 წლის 28 თებერვალს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოსული №01/816 მომართვაზე (სარეგისტრაციო №41) სენაკის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვასთან დაკავშირებით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. 2. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2019 წლის 21 თებერვალს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან შემოსული №001488/18 მომართვაზე (სარეგისტრაციო №37) ,, სენაკის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ფარგლებში 2016-2017 წლებში წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის განხილვის თაობაზე“ - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. 3. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2019 წლის 5 მარტს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოსული №01/853 მომართვაზე (სარეგისტრაციო №47) ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ოეგანიზების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის პროექტის შედგენის თაობაზე მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი.

 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 57 97