ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
3456789
101216
1719202123
24252728 

2019-02-15 - საკრებულოს ბიუროს სხდომა

2019 წლის 15 თებერვალს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ერთი საკითხის განხილვა. 1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი იყო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი.

 

2019-02-15 - ტრენინგი - ქონებრივი დეკლარაციის შევსების წესის შესახებ.

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ გამართა ტრენინგი თემაზე - თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციები - კანონმდებლობა, პრაქტიკა და გამოწვევი. ტრენიგს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ. ტრენინგი, დეკლარაციების შევსების წესს, პრაქტიკასა და კანონმდებლობაში ამ მიმართულებით ბოლო დროს განხორციელებულ ცვლილებებს ეხებოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. დასასრულს ყველა მონაწილეს სერთიფიკატი გადაეცა. საჯარო სამსახურის სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და სტაბილურობისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობის პირი ვალდებულია უზრუნველყოს ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობა. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესი და პროცედურა რეგულირებულია სამართლებრივი მექანიზმებით.

 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 57 97