ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 15
678101112
1314151719
2021232526
272830 

2022-11-16 - საკრებულოს ბიუროს სხდომა

2022  წლის 16 ნოემბერს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა. სხდომას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე  საბა, ოდიშარია უძღვებოდა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო შვიდი საკითხის  განხილვა. 1.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის 7 ნოემბერს შემოსული სენაკი, თეფანიას ქ. N90 -ში მცხოვრები ხვიჩა პაჭკორიას განცხადებაზე (სარეგისტრაციო №19-41223113-41) - მის კუთვნილ ტერიტორიაზე მისამართი სენაკი, ქუთაისის ქუჩა კერძო სასაფლაოს გახსნასთან დაკავშირებით -  სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. 2. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის 8 ნოემბერს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოსულ №40-40223129 მომართვაზე (სარეგისტრაციო №12-412231214-41) - ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სენაკში, ი. სანაიას ქუჩაზე მდებარე 66 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 44.01.24.230) ელექტრონული აუქციონის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის და სარგებლობის უფლებით გადაცემის ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. 3. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის 8 ნოემბერს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოსულ №40-40223128 მომართვაზე (სარეგისტრაციო №12-412231213-41) - ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე გარე განათების ბოძის ნაწილი/წერტილის შპს ,,მაგთიკომისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის და წლიური საიჯარო ქირის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე“ - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. 4 სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის 11 ნოემბერს შემოსული სენაკი, ვ. დემურიას ქ. N7 -ში მცხოვრები ომიანა გურჩიანის განცხადებაზე (სარეგისტრაციო №19-41223157-41) - შხეფის ახლდასახლებულ უბანში, სტალინის ქუჩის მე-3 შესახვევის პარალელური ქუჩის სახელდებასთან დაკავშირებით -  სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. 5 სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის 15 ნოემბერს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოსული №40-102231897 მომართვაზე (სარეგისტრაციო №12-41223194-41) - ა(ა)იპ ,,საქართველოს სამედიცინო პოლდინგისათვის“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფართის ნაწილის უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის შესახებ“ - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. 6. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის 15 ნოემბერს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოსული №40-4022318110 მომართვაზე (სარეგისტრაციო №12-41223196-41) - სსიპ არნოლდ ჩიქობავას სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი სენაკის საჯარო სკოლისათვის სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის შესახებ“ - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. 7. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის 15 ნოემბერს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოსული № მომართვაზე (სარეგისტრაციო № )-„სენაკის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. შვიდივე საკითხზე მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია.

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 60 60