ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
2325272829
30 

2022-10-31 - საკრებულოს ბიუროს სხდომა

2022  წლის 31 ოქტომბერს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა. სხდომას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე  საბა ოდიშარია უძღვებოდა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო შვიდი საკითხის  განხილვა: 1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის 01 მარტს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოსულ №40-402205977 მომართვაზე (სარეგისტრაციო №12-41220601-41) - ,,სენაკის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მოსმენასა და შეფასებასთან დაკავშირებით“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. 2. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის 02 მაისს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოსულ №40-402211953 მომართვაზე (სარეგისტრაციო №12-41221221-41) - ,,სენაკის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვასთან დაკავშირებით” - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. 3. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის 29 ივლისს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოსულ №40-402221013 მომართვაზე (სარეგისტრაციო №12-41221101-41) - ,,სენაკის მუნიციპალიტეტის 2022 წლის მეორე კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვასთან  დაკავშირებით” - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. 4. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022  წლის 21 აპრილს სენაკი, ნ. შონიას ქუჩის  მცხოვრებთა ერთობლივ განცხადებაზე (სარეგისტრაციო №19-41221111-41) - ნ. შონიას ქუჩისათვის უკრაინაში გმირულად დაღუპული ბახვა ჩიქობავას სახელის დარქმევის შესახებ“  - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების  თაობაზე.5. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტზე - ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. 6 . სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში წევრების დამატების შესახებ - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. 7. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის პროექტის შედგენის  თაობაზე. შვიდივე საკითხზე მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე,  საბა ოდიშარია. საკრებულოს ბიუროს სხდომის დაწყებამდე, საკრებულოს წევრებმა პატივი მიაგეს, ფოთის, ხობისა და სენაკის, გარდაცვლილი მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას ხსოვნას.

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 60 60