2021-12-12 - საკრებულოს სხდომა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს წევრი, ბადრი შარტავა უძღვებოდა. სხდომას 33-დან 25 დეპუტატი ესწრებოდა. მეშვიდე მოწვევის საკრებულოს სხდომა გადაიდო და ის პარასკევს, 24 დეკემბერს, 11:00 საათზე განახლდება.