2021-11-25 - საკრებულოს ბიუროს სხდომა

2021 წლის 25 ნოემბერს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა. სხდომას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბადრი კალანდარიშვილი უძღვებოდა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ორი საკითხის განხილვა. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2021 წლის 19 ნოემბერს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოსულ №40-402132279 მომართვაზე (სარეგისტრაციო №12-41213231-41) ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სენაკის მუნიციპალიტეტის ნოსირის ადმიისტრაციულ ერთეულში მდებარე 979 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 44.02.21.425) სარგებლობის უფლებით გადაცემის ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში ცვლილების შეტანის თაობაზე.