2021-11-12 - საკრებულოს სხდომა![]() 2021 წლის 12 ნოემბერს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა. სხდომას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბადრი კალანდარიშვილი უძღვებოდა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო სამი საკითხის განხილვა. სენაკის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მესამე კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი დონარა ალანია, თანამომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დავით ხუხია. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩა N29-ში, მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ 44.01.28.696.) 135,57კვ.მ. შენობისა და მასზე დამაგრებული 274 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემის ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე ბადრი ხურცია. სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო-ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ მუხურის უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე. მომხსენებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის მ/შ: ზურაბ წურწუმია. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის და კომისიის თავჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით, ბიულეტინის ნიმუშებისა და არჩევის პროცედურების დამტკიცების შესახებ“. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მ/შ ბადრი კალანდარიშვილი.
|
|