ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
5691011
121415161718
192122232425
2627282930 

2021-09-20 - საკრებულოს სხდომა

2021 წლის 20 სექტემბერს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა. სხდომას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი უძღვებოდა.
დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ორი საკითხის განხილვა. სენაკის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მეორე კვარტალის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი დონარა ალანია, თანამომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დავით ხუხია.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ა (ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურეობის ცენტრის“ ფინანსური და შესაბამისი აუდიტის ანგარიშის განხილვისა და შეფასების თაობაზე. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დავით ხუხია.
 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 60 60