ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 15
6891012
131619
2021232426
272930 

2021-06-25 - საკრებულოს ბიუროს სხდომა

✅2021 წლის 25 ივნისს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა. სხდომას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი უძღვებოდა. ✅დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ორი საკითხის განხილვა. ✅

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2021 წლის 17 ივნისს შემოსული ქ.სენაკი, თეფანიას ქ.N 90-ში მცხოვრები ხვიჩა პაჭკორიას განცხადებაზე (№19/41211687-41) - ,,ქ.სენაკი, ქუთაისის ქუჩაზე მის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ № 44.91.35.282) 5001. 00 კვ.მ ნაკვეთზე კერძო სასაფლაოს გახსნის დაკავშირებით თანხმობის მიცემის თაობაზე“ განხილვასთან და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

✅სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2021 წლის 23 ივნისს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოსულ №12-41211741-41 მომართვაზე ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 44.01.31.397.) 8.კვ.მ. ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის და სარგებლობის უფლებით გადაცემის ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 60 60