ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1346
78101113
1415171820
21242627
28 

2021-03-30 - 2021-3-31--53-08_am

 2021  წლის 30 მარტს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა. სხდომას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია უძღვებოდა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ცხრა საკითხის  განხილვა. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2020 წლის 28 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და  ეთიკის კომისიის  თავმჯდომარე –  ზურაბ აფაქიძე. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრების საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე –  ზურაბ აფაქიძე. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე“  სენაკის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2017 წლის 22 ნოემბრის  №39 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკი სკომისიის თავმჯდომარე –  ზურაბ აფაქიძე. ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 44.01.31.604) 9კვ.მ. ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის და სარგებლობის უფლებით გადაცემის ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“. მომხსენებელი იყო  სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე - ბადრი ხურცია. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2021 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე“ . მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების  და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე - თათია ჯინჯოლავა. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2021 წლის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - კახაბერ რუსია .ქალაქ სენაკში ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე 50 ერთეული გარე განათების ბოძების ნაწილი/წერტილის სს ,,სილქნეტისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის და წლიური საიჯარო ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე - ბადრი ხურცია. ერთობლივი პროექტის განხორციელების მიზნით სენაკის მუნიციპალიტეტსა და ხობის მუნიციპალიტეტს შორის საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - კახაბერ რუსია. სენაკის მუნიციპალიტეტში 2021-2022 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - კახაბერ რუსია.

 

 

 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 60 60