2021-03-19 - საკრებულოს ბიუროს სხდომა

2021 წლის 19 მარტს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა. სხდომას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომაის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი უძღვებოდა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ორი საკითხის განხილვა. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2021 წლის 16 მარტს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოსულ №40-402107535 (სარეგისტრაციო N12-41210751-41) მომართვაზე - ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 44.01.31.604) 9კვ.მ. ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის და სარგებლობის უფლებით გადაცემის ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2021 წლის 18 მარტს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოსულ №40-402107682 (სარეგისტრაციო N12-41210772-41) მომართვაზე - ,,სენაკის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2021 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე“ - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.