2021-02-22 - სამანდატო კომისიის სხდომა![]() 2021 წლის 22 თებერვალს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა. სხდომას თავმჯდომარებდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ზურაბ აფაქიძე. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო სამი საკითხის განხილვა. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის N17 დადგენილებაში ცვლილების შესატანის თაობაზე“. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის პერსონალური შემადგენლობის თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის N36 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის N39 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.
|
|