ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 235
6789101112
1314151719
202326
272930 

2020-12-28 - საკრებულოს სხდომა

✅2020 წლის 28 დეკემბერს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ათი  საკითხის განხილვა: 1 ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 ივნისის №23 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარეე ბადრი ხურცია. 2. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 სექტემბრის №32 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე ბადრი ხურცია. 3. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N44.0430.492 სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე - ბადრი ხურცია. 4. ,,სენაკის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ“. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის  კომისიის თავმჯდომარე  თათთია ჯინჯოლავა. 5. სენაკის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე. მომხსენებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ: ი. წურწუმია თანამომხსენებელი იუო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე  დავით ხუხია. 6. ,,ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს მიერ მიღებული ,,ევროპული ქარტია ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ“ შეთანხმებაზე ხელმოწერის და მასზე შეერთების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე  ზურაბი აფაქიძე. 7. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე  ზურაბი აფაქიძე. 8. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე  ზურაბი აფაქიძე. 9. „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეთა ფიჭური სატელეფონო მომსახურებით სარგებლობის ლიმიტის განსაზღვრისა დასაწვავის გამოყოფის თაობაზე“ -სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 დეკემბრის №32 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. მომხსენებელი იყო  სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე  ბადრი კალანდარიშვილი. 10. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2021 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე  ბადრი კალანდარიშვილი.

 

 

 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 60 60