2020-12-21 - საკრებულოს ბიუროს სხდომა

✅2020 წლის 21 დეკემბერს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ორი საკითხის განხილვა. 1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის შედგენის თაობაზე. 2. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2020 წლის 18 აგვისტოს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,სენაკელები“-ს თავმჯდომარის მიერ შემოტანილი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე (სარეგისტრაციო N178) - სენაკის მუნიციპალიტეტის მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ბათარიის ერთ-ერთი უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.