ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
12467
81114
151621
22232425262728
2930 

2020-11-20 - საკრებულოს სხდომა

✅2020 წლის 20 ნოემბერს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო სამი  საკითხის განხილვა. 1. სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ მეორე ნოსირის უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე მომხსენებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების  და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე: თ. ჯინჯოლავა 2. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების და სქემატური რუკის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ოქტომბრის N47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თობაზე მომხსენებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების  და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე: თ. ჯინჯოლავა. 3 სენაკის მუნიციპალიტეტის 2020 წლის მესამე კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე მომხსენებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ: ი. წურწუმია თანამომხსენებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე: დ. ხუხია

 

 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 60 60