ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
468910
11141517
1819212224
25262728293031

2020-10-20 - საკრებულოს სხდომა

✅2020 წლის 20 ოქტომბერს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო სამი საკითხის განხილვა. 1.  სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების თაობაზე. 2. სსიპ ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლისათვის საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას სახელის მინიჭების შესახებ. 3. სენაკის მუნიციპალიტეტში არსებული, სენაკში, რუსთაველის ქ. N235-ში მიმდებაზედ განთავსებული მიწის ნაკვეთიდან (ტროტუარი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 44.01.31.603) 1,7 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული უძრავი ქონების (300 მმ-იანი ბოძი) ელექტრონული აიქციონის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაცემზე თანხმობის და სარგებლობის უფლებით გადაცემის ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.  მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი.

 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 60 60