ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
468910
11141517
1819212224
25262728293031

2020-10-13 - საკრებულოს ბიუროს სხდომა

✅2020  წლის 13 ოქტომბერს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ორი საკითხის  განხილვა.  1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის შედგენის თაობაზე. 2. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2020 წლის 9 ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოსულ N01/3658 მომართვაზე (სარეგისტრაციო N123) - სენაკის მუნიციპალიტეტში არსებული, რუსთაველის ქ. N235-ში მიმდებაზედ განთავსებული მიწის ნაკვეთიდან (ტროტუარი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 44.01.31.603) 1,7 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული უძრავი ქონების (300 მმ-იანი ბოძი) ელექტრონული აიქციონის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაცემზე თანხმობის და სარგებლობის უფლებით გადაცემის ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი.

 

 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 60 60