ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
468910
11141517
1819212224
25262728293031

2020-10-13 - ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა.

 

   ✅2020 წლის 13 ოქტომბერს გაიმართა საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე თათია ჯინჯოლავა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო სამი საკითხის განხილვა. 1. სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების თაობაზე. 2. სსიპ ქალაქ სენაკის N1საჯარო სკოლისათვის საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას სახელის მინიჭების შესახებ. 3. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,სენაკელები“-ს თავმჯდომარის მიერ მოხსენებითი ბარათის საფუძველზე (სარეგისტრაციო N178) - სენაკის მუნიციპალიტეტის მენჯის ადმინისტრაციოულ ერთეულში სოფელ ბათარიას ერთ-ერთ უსახელო ქუჩის სახელდების განხილვის თაობაზე. სამივე საკითხზე მომხსენებლი იყო საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე თათია ჯინჯოლავა. სხდომის დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული მესამე საკითხის ადგილზე გასაცნობად, კომისიის წევრები, მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ბათარიაში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

 

 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 60 60