ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 12345
6789101112
13141516171819
2026
272829 

2020-09-30 - საკრებულოს სხდომა

2020 წლის 30 სექტემბერს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო სამი საკითხის განხილვა. 1.  ა(ა)იპ ,,სენაკის სათემო განათლების ცენტრი“-სათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკ. კოდი N44.01.37.034) უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანმხობის შესახებ. მომხსენებელი იყო საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე ბადრი ხურცია. 2. სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტის დამტკიცების შესახებ. მომხსენებლი იყო საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე თათია ჯინჯოლავა. 3. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 60 60