ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
24578
910111315
161722
23272829
30 

2020-08-19 - საკრებულოს ბიუროს სხდომა

 ✅  2020  წლის 19 აგვისტოს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ოთხი საკითხის  განხილვა. 1.  სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2020  წლის 18 აგვისტოს  სენაკის მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოსულ №2746  მომართვაზე (სარეგისტრაციო №95) - ,,სენაკის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  ადგილობრივი  მოსაკრებლების შემოღების,  ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის  წესის  ინსტრუქციების  დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის   საკრებულოს  2015   წლის 29 აპრილის  N21 დადგენილებაში  ცვლილების  შეტანის  თაობაზე - სენაკის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების  თაობაზე. 2.   სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2020  წლის 18 აგვისტოს  სენაკის მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოსულ №2746  მომართვაზე (სარეგისტრაციო №95) -,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“  სენაკის მუნიციპალიტეტის   საკრებულოს  2014   წლის 30 აპრილის  N14  დადგენილებაში  ცვლილების  შეტანის  თაობაზე - სენაკის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების  თაობაზე. 3.  სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2020  წლის 18 აგვისტოს  სენაკის მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოსულ №2746  მომართვაზე (სარეგისტრაციო №95) „სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 აპრილის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე - სენაკის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების  თაობაზე. 4.  სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2020  წლის 18 აგვისტოს  სენაკის მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოსულ №2746  მომართვაზე (სარეგისტრაციო №95)   „სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე სენაკის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების  თაობაზე. 5. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2020 წლის 18  აგვისტოს  სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ფრაქცია ,, სენაკელები“-ს თავჯდომარის მიერ შემოტანილი  მოხსენებითი ბარათის საფუძველზე  (სარეგისტრაციო №178) - სენაკის მუნიციპალიტეტის  მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ  ბათარიის ერთ-ერთი უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე - სენაკის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების  თაობაზე. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე  ბადრი კალანდარიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 60 60