ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1246
789101113
14151720
212223242627
2829 

2020-06-30 - საკრებულოს ბიუროს სხდომა

   2020  წლის 30 ივნისს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ორი საკითხის  განხილვა. 1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2020 წლის 29 ივნისს შემოსულ ქ. სენაკი, ქობალავას ქუჩის მცხოვრებთა განცხადებაზე (სარეგისტრაციო N28) სენაკის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. 2. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი რანგირებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 აგვისტოს N41 დადგენილებაში ცვლილების შატანის თაობაზე. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი.

 

 

 

 

 

 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 60 60