ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
234678
91011121415
16181922
23242629

2020-02-28 - საკრებულოს სხდომა

   2020 წლის 28 თებერვალს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს   სხდომა, რომელსაც უძღვებოდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი.  საკრებულოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული ხუთი საკითხი. 1. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის 2019 წელს გაწეული მუშაობის და  ანგარიშის შეფასების თაობაზე  მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დავით ხუხია. 2. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას შესაბამისი დოკუმენტაციის ტიპიური ფორმების დამტკიცების შესახებ“. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე ბადრი ხურცია. 3. სენაკის მუნიციპალიტეტის სახელით სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე.  მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი. 4. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩა N4ში მდებარე 1154 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნაკვეთის და მასზე განთვსებული შენობა ნაგებობის (ს/კ 44.01.24.494) სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის თაობაზე მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი 5. ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის N654 დადგენილების შესაბამისად განსახორციელებელი პროექტების მოწონების თაობაზე მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 60 60