ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 12
34689
1011121316
1718202223
242730
31 

2019-03-21 - გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღე.

21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. საქართველოში მოღვაწე ყველა ჟურნალისტს, განსაკუთრებით კი, სენაკის მედიის წარმომადგენლებს დიდი პატივისცემით ვულოცავ პროფესიულ დღეს. მედია, როგორც მეოთხე ხელისუფლება - ეს ის ძალაა, რომელიც   მოვლენებისა და ფაქტების ობიექტურად გაშუქებით,  პროფესიონალიზმითა  და ოპერატიულობითა მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების სწორად ინფორმირებულობაში, ღირებულებების ჩამოყალიბებასა და სახელმწიფოს მშენებლობაში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო რეგიონული მედიის როლი ამ საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეში. თითოეულ ჟურნალისტს ვუსურვებ, ყოველთვის ყოფილიყვნენ ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულნი, ღირსეულად ემსახურონ საკუთარ პროფესიას და საზოგადოებას.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე   კახაბერი რუსია.

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 57 97