ფოტო გალერეა
სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 12345
6891012
1314151719
202226
2728293031 

2019-01-25 - საკრებულოს სხდომა

2019 წლის 25 იანვარს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ოთხი საკითხის განხილვა. 1 ,,სენაკი მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე მ/შ დათო ადამია. 2. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“. 3. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“. 3. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეთა ფიჭური სატელეფონო მომსახურეობით სარგებლობის ლიმიტის განსაზღვრისა და საწვავის გამოყოფის თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 იანვრის N5 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი იყო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი.

 

ჩვენი მისამართია:
4100, ქალაქი სენაკი. შ.რუსთაველის ქუჩა, №243
E-mail: sakrebulo.senaki@gmail.com 
Tel: 0(413) 27 57 97